ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი ფრენბურთში დასრულდა

ახალი ამბები

პირველ ივნისს დასრულდა ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შიდა-საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფრენბურთში. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ნახევარფინალში ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა.

პირველი ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა. გუნდმა „როქმა“ მხოლოდ მესამე სეტში შეძლო მეტოქის – „არწივის“ დამარცხება. მეორე ნახევარფინალში კი გუნდმა„ელ დარიმ" დაამარცხა „თქვენი პასუხი“ და მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

ასევე საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს გუნდები - „როქი" და „ელ დარი“ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად თანაბარი ძალებისა, „ელ დარმა" მატჩზე კონცენტრაცია შეძლო და ილიაუნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

ბანერები