ღონისძიებები
23 აპრილი, 2026
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
20 აპრილი, 2026
ახალი ამბები
17 აპრილი, 2026
ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით მეორედ გაიმართა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში. შვეიცარიული სისტემით მოწყობილ შეჯიბრებაში სხვადასხვა სპეციალობის 36 სტუდენტი მონაწილეობდა. შვიდი შესაძლებლობიდან 6.5-6.5 ქულა მოაგროვეს ახალგაზრდებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა, ნანი უნაფქოშვილმა, და წინა შეჯიბრის გამარჯვებულმა, გიორგი ბოსიკაშვილმა. დამატებითი მაჩვენებლებით, ილიაუნის ჩემპიონი გახდა ნანი უნაფქოშვილი, ხოლო ვერცხლის მედალი გიორგი ბოსიკაშვილს ერგო. 6 ქულით მესამე ადგილზე ნოდარ მანაგაძე გავიდა.