ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ბილიარდის შიდაჩემპიონატის გამარჯვებულია გიორგი კვარაცხელია

ახალი ამბები

24 მაისს საბილიარდო კლუბ „რიოში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ბილიარდში.

პირველ ეტაპზე მონაწილეები 3 სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდნენ, ორ-ორმა საუკეთესომ და ასევე საუკეთესო შედეგის მქონე ორმა მესამეადგილოსანმა მომდევნო ეტაპისკენ გააგრძელა გზა. ექსჩემპიონმა გიორგი კვარაცხელიამ ადვილად მოიპოვა ჯგუფში პირველი ადგილი, წინა ჩემპიონატის ფინალისტს მიხეილ მჭედლიშვილს კი გაუჭირდა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა, თუმცა, 2 შეხვედრაში დამარცხების მიუხედავად, ნახევარფინალში გავიდა, საკუთარი ჯგუფის პირველადგილოსანი დიმიტრი ოხანაშვილი დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი კვარაცხელიამ იოლად სძლია გიორგი ზაბახიძეს.

გადამწყვეტ პაექრობაში კვარაცხელიამ მჭედლიშვილის დამარცხება შეძლო და მესამედ გახდა ილიაუნის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეექვსედ ვერცხლის მედალი  მჭედლიშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა ოხანაშვილი, რომელმაც ზაბახიძეს სძლია.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს მედლები და სიგელები გადაეცათ. ჩემპიონატის გამარჯვებული გიორგი კვარაცხელია სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისგან აბასთუმნის ობსერვატორიაში საზაფხულო სპორტული ბანაკის Sport Camp - Summer 2019-ის საგზურით დაჯილდოვდა.

ბანერები