ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ბაზაზე დედოფლისწყაროში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა

ახალი ამბები

29-31 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტის ბაზაზე დედოფლისწყაროში გამართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე - „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ღონისძიებები“.
სამართლის სკოლის სტუდენტებმა, ტრენინგის ფარგლებში, განიხილეს და შეისწავლეს, თუ რა არის ორმაგი დაბეგვრა და რა შემთხვევაში დგება ორმაგი დაბეგვრის რისკი; რა არის მუდმივი დაწესებულება და როდის წარმოიშობა ის; ასევე - საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელობა და პრაქტიკული დანიშნულება; ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ღონისძიებები; OECD-ის პრინციპები და მოდალური შეთანხმება; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები; ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შიდა ნორმატიული ბაზა და მისი ურთიერთმიმართება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან; ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება პრაქტიკაში - პროცედურები, საჭირო დოკუმენტები. სტუდენტებმა შეასრულეს ჯგუფური პრაქტიკული სამუშაოები.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა BDO Legal-ის პარტნიორი და ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით გელაშვილი.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ბანერები