ახალი ამბები
17 აპრილი, 2026
ახალი ამბები
15 აპრილი, 2026
ახალი ამბები
14 აპრილი, 2026
ილიაუნის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპი
ახალი ამბები
13 და 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის გამართავს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპს უნივერსიტეტის H კორპუსში.
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათზე.
გამოცდა დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 2 საათი და 30 წუთი.
აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შემოქმედებითი ტურის პირველ ეტაპზე გაგზავნილი ნამუშევრების ორიგინალები;
- სახატავი საშუალებები: ფანქარი, საშლელი, სათლელი (ადგილზე მათ გადაეცემათ A3 ფორმატის ქაღალდი და სახატავი დაფა).
აბიტურიენტები კომისიისგან მიიღებენ წინასწარ განსაზღვრულ შემოქმედებით დავალებას.
დამატებითი დეტალებისა და განრიგის სანახავად გთხოვთ, გაეცნოთ ფაილს.
დრო: 13 და 14 ივნისი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2025