ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი ფუტსალის ლიგის მერვე ტურში თბილისს დაუპირისპირდება

ახალი ამბები

14 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნი ფუტსალის ლიგის მერვე ტურის შეხვედრას გამართავს. ჩვენი მეტოქე მფკ თბილისი იქნება.

პირველი წრის დაპირისპირებაში ეს მოწინააღმდეგე ილიაუნიმ მინიმალური უპირატესობით 3:2 დაამარცხა. სატრანსფერო პერიოდის შემდეგ თბილისის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია და ამჯერად გაძლიერებული ძალებით შეეცდებიან სამი ქულის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ ილიაუნიმ გასული ტურის შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამარცხა (2:1) და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ახლანდელი მონაცემებით ილიაუნის ნაკრებს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია, თსუ-ის მსგავსად 15 ქულა აქვს და ლიდერ თელასს 3 ქულით ჩამორჩება.

ილიაუნისა და თბილისის დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება. მაყურებელი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალის ეთერში იხილავს. 

გულშემატკივართა ტრანსპორტირებას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი 17:00 საათზე უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოდან (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5) უზრუნველყოფს.

ბანერები