ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი 10 წლისაა - კონსტიტუციური სამართლის საზაფხულო სკოლა

ახალი ამბები

24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, ღონისძიებების - „ილიაუნი 10 წლისაა“ - ფარგლებში, ილიაუნის სამართლის სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის პროექტის - "საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა" - ფინანსური მხარდაჭერით,  გამართავს კონსტიტუციური სამართლის საზაფხულო სკოლას.

საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოისმინონ კონსტიტუციური სამართლის დარგში ქართველი და უცხოელი ექსპერტების და პროფესორების ლექცია-სემინარები.  

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსდება ილიაუნის სამართლის სკოლის ვებგვერდზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, საკონსტიტუციიო სასამართლო

დრო: 24 ივლისი - 5 აგვისტო

ბანერები