ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

ახალი ამბები

მაიამიში (აშშ) დამთავრდა ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იჭიდავა საქართველოს ნაკრების წევრმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა გუგა კიბორძალიძემ (+100). სახელოვანი ქართველი ფალავნის - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონ აკაკი კიბორძალიძის ვაჟმა, რომელიც წლეულს ევროპის პირველობაზე მეხუთე იყო, მაიამის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ დაამარცხა კანადელი მარტინ რიგილსკი, სერბი ზარკო გულიმი და ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდი, ნახევარფინალში უკრაინელ ანტონ რუდნიკს აჯობა, გადამწყვეტი პაექრობა კი მონგოლ დუურენბაიარ ულზიიბაიართან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებმა  გუნდურ პირველობაში უზბეკეთს, ავსტრიას და რუსეთს მოუგო, ფინალში იაპონიასთან 2:3 დამარცხდა და მე-2 ადგილზე გავიდა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები