ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელი ფუტსალელების მორიგი გამარჯვება სტუდენტურ ლიგაში

ახალი ამბები

2 მაისს ილიაუნის ფუტსალის ნაკრები სპორტკომპლექს არენა 1-ში  საქართველოს სტუდენტური ლიგის ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს დაუპირსპირდა. ილიაუნიმ მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით სძლია და მატჩი 2:0 დასრულდა.

პირველმა ტაიმმა მცდელობების მიუხედავად გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, მაგრამ თამაშის მიწურულს ჩვენს სასარგებლოდ დადებული პენალტი ომარ ასაშვილმა გოლად გარდასახა. ანგარიშის გახსნის შემდეგ მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა - ხუთით შეტევაზე გადმოვიდა, თუმცა ბოლო წამზე ბურთი დაკარგეს და გიორგი კურტანიძემ  თავისი ნახევრიდან ცარიელ კარში დარტყმით უპირატესობის გაზრდა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნიმ სტუდენტური ლიგის პირველი მატჩი შავ ზღვასთან დიდი ანგარიშით 11:0 მოიგო და ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ 6 ქულა აქვს.

ჩვენი მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტია, რომელსაც ორშაბათს 17:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დავუპირისპირებით.

ბანერები