ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელი ძალოსნის სამი ევროპული „ოქრო“

ახალი ამბები

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დამთავრდა ძალისმიერ სამჭიდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გუჯა კობერიძემ. ქართველმა ძალოსანმა უმაღლეს დივიზიონში 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: სამჭიდში მან 700 კილოგრამი დაძლია და საგრძნობლად გაუსწრო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ მოლდოველ ერა ვისენტესა და ბერძენ ნიკოლაი კოლტას. კობერიძემ კიდევ ორი მცირე ოქროს მედალი ამოწევასა (270 კგ) და ორჭიდში (460 კგ) დაიმსახურა. 

ბანერები