ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელები Wings for Life World Run-ზე

ახალი ამბები

5 მაისს კახეთში, ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო მარათონი "Wings for Life World Run 2019". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად 50 მონაწილით ჩაერთო ღონისძიებაში. უნივერსიტეტის წარმომადგენელთაგან ყველაზე დიდი დისტანციის დაფარვა შეძლო დავით ლაზარაშვილმა, რომელმაც 25 კილომეტრი ირბინა. სხვა მონაწილეებისგან ასევე გამორჩეული იყო ლუკა ბაბუნაძე, რომელსაც „Catcher Car“ 20 კილომეტრის ნიშნულთან დაეწია.

ღონისძიებაზე შესული თანხა მთლიანად ერიცხება Wings For Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ბანერები