ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას წელი – კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის

ახალი ამბები

2017 წელს ილიას დაბადებიდან – 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელი სრულდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და არაერთ საინტერესო პროექტს, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს.

ვაცხადებთ კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისათვის ილიას მხატვრული მემკვიდრეობის მოტივებზე სპექტაკლის განსახორციელებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ რეჟისორს, რომლის ასაკიც სპექტაკლის სავარაუდო პრემიერის თარიღისათვის არ აღემატება 40 წელს.

კონკურსში  მონაწილეობის  მისაღებად  მსურველებმა უნდა  წარმოადგინონ:

  • პროფესიული რეზიუმე
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სარეჟისორო ექსპლიკაცია, რომელშიც განმარტებული იქნება ილიას რომელი ნაწარმოების მიხედვით იგეგმება სპექტაკლის დადგმა და როგორ  ეხმიანება სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემები დღევანდელობას (ექსპლიკაცია არ უნდა აღემატებოდეს 3 ნაბეჭდ გვერდს)
  • სპექტაკლის დადგმის ვადები
  • ნაწარმოების ინსცენირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ინფორმაცია შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ
  • სავარაუდო განაწილება (გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ სპექტაკლში არ უნდა იყოს დაკავებული 9 მსახიობზე მეტი)
  • დეკორაციისა და კოსტიუმის 2-3 ესკიზი (სასურველია)
  • სავარაუდო ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს დეკორაციისა და კოსტიუმების ხარჯებსა და ჰონორარებს.

დადგმა განხორციელდება ილიაუნის თეატრის სცენაზე (სცენის ზომები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.iliaunitheatre.ge  ან მოგვწერეთ მისამართზე: theatre@iliauni.edu.ge)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 ივნისი. სპექტაკლის პრემიერა უნდა შედგეს არა უგვიანეს 2017 წლის დეკემბრისა.

განაცხადები  უნდა გამოაგზავნოთ  ელექტრონულად მისამართზე: theatre@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქალბატონ მარადია  ცაავას  –  599301715 ან  maradia.tsaava@iliauni.edu.ge

 

 

ბანერები