ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2026 წლის 30 აპრილს გაიმართება

ახალი ამბები

საარჩევნო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით და ამ უწყების კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევით/ჩართულობით დაკომპლექტდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია 5 წევრის შემადგენლობით.

6  აპრილს, 11:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E234 აუდიტორიაში  სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია გამართავს შეხვედრას საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ სტუდენტებთან საარჩევნო პროცესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

შეხვედრას არაუმეტეს 2 წარმომადგენელი დაესწრება თითოეული ორგანიზაციიდან. 

წერილობითი კომუნიკაცია უნივერსიტეტის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან შესაძლებელია ელფოსტაზე: elections2026@iliauni.edu.ge

სამუშაო ენა: ქართული

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Eკორპუსი, აუდიტორია 234, მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ. N45

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია

2026

ბანერები