ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი CAUCASIANA SCOPUS-ის საერთაშორისო ჟურნალების ბაზაშია
ახალი ამბები
საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი Caucasiana (https://caucasiana.pensoft.net/), რომელიც 2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით და ზოოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით პენსოფტის (https://pensoft.net/) ბაზაზე განვითარდა, Scopus-ის საერთაშორისო ჟურნალების ბაზაშია.
Caucasiana კავკასიის მასშტაბით პირველი ინგლისურენოვანი ღია წვდომის ჟურნალია კავკასიის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კვლევების შედეგების გამოსაქვეყნებლად და სამეცნიერო ინფორმაციის სწრაფად გასავრცელებლად. ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას მათი ნაშრომების სამეცნიერო სტატიებად მომზადებისა და გამოქვეყნების პროცესში.
ჟურნალში იბეჭდება სტატიები შემდეგ თემებზე: ტაქსონომია და სისტემატიკა, ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაცია, ფილოგენეტიკა და ევოლუციური ანალიზები, ბიოგეოგრაფია, ეკოლოგია, ქცევითი მეცნიერებები, კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მართვა და პოლიტიკა, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური კვლევა.
ჟურნალის რედკოლეგია, რეცენზენტები და ავტორთა კოლექტივი საქართველოს, მეზობელი ქვეყნების და ევროპის სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები არიან.
2026