ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

ახალი ამბები

სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების და ოჯახების დასახმარებლად:

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერია „უნიფუდი“ ვაკის რაიონის გამგეობის მეშვეობით, 7 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 70 ადამიანის სრულყოფილ ერთჯერად კვებას; ასევე, უნივერსიტეტი თავის თავზე აიღებს კვებასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკას;

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სპეციალისტების ინიციატივით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გაიხსნება პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი.
ცენტრი ცენტრი მუშაობას შეუდგება 17 ივნისის დღის 11:00 საათიდან. სერვისის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 2223243; 2220548; 2231018;

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე (დედოფლისწყარო, ყაზბეგი, აბასთუმანი) მოზარდებისთვის გაიმართება ერთკვირიანი საზაფხულო სკოლები. სკოლაში მონაწილე მოზარდებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს სამჯერად კვებას, სასწავლო მასალებს, ტრანსპორტირებას და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბანერები