ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus+ CBHE პროგრამის ფარგლებში განახორციელებს თორმეტ პროექტს

ახალი ამბები

Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/Ex-Tempus) 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ხუთი პროექტი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით. აქედან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამ პროექტში მონაწილეობს, როგორც კოორდინატორი, ისე პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით. 

აღსანიშნავია, რომ წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი გრანტის მიმღები კოორდინატორი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ოთხევროპულ სასწავლებელთან (როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი), ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია), დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია), თორმეტ ქართულ სასწავლებელთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელებს სტრუქტურული ღონისძიების ეროვნულ პროექტს ''Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY)'' პლაგიატის პრევენციაზე მხარდამჭერი ინსტიტუციური ღონისძიებების გზით.

2017 წლის კონკურსის შედეგების ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს Erasmus+ CBHE (ინსტიტუციური თანამშრომლობის) თორმეტ პროექტს, აქედან ორს – კოორდინატორი უნივერსიტეტის სტატუსით. 

2017 წლის საგრანტო კონკურსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით დაფინანსებული პროექტების დეტალები იხილეთ ბმულში:

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები