


ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022
ახალი ამბები
1-2 ოქტომბერს ბრუნდება ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge! NASA Space Apps Challenge 2022 ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ. ღონისძიების თანაორგანიზატორია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”.
ეს წელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური, ვინაიდან Space Apps ერთდროულად ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონული ცენტრის ბაზებზე.
NASA Space Apps Challenge 2022 ხორციელდება ტექნოპარკი კასპი • Tech Park Kaspi, ტექნოპარკი ზუგდიდი Tech Park Zugdidi, ტექნოპარკი ბათუმი • Tech Park Batumi, ტექნოპარკი ოზურგეთი • Tech Park Ozurgeti, ახმეტის ინოვაციების ცენტრი • Akhmeta innovation center, ტექნოპარკი თელავი • Tech Park Telavi, Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი, FabLab ATSU-ის პარტნიორობით.
დეტალური ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
- NASA Space Apps Challenge Telavi- https://fb.me/e/2tSYDp6om
- NASA Space Apps Challenge Gurjaani-https://fb.me/e/2bgdSiPEC
- NASA Space Apps Challenge Akhmeta-https://fb.me/e/32RHFrKOV
- NASA Space Apps Challenge Kaspi-https://fb.me/e/5i5uELwyk
- NASA Space Apps Challenge Kutaisi-https://fb.me/e/5MQySFTCQ
- NASA Space Apps Challenge Zugdidi-https://fb.me/e/3D8BzSvqr
- NASA Space Apps Challenge Ozurgeti- https://fb.me/e/2MtQLl5uw
- NASA Space Apps Challenge Batumi-https://fb.me/e/2UhTUGtO4
ჰაკათონის პარტნიორებია კომპანია Smart Digital და Edison Store ელექტრონული კომპონენტები. კომპანია Edison Store ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს თითო ლოკაციაზე საჩუქრად Arduino-ს სრულ კომპლექტაციას გადასცემს.
NASA Space Apps Challenge 2022 გაიმართება ონლაინ, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ სასურველ სესიებსა და ტრენინგებს.
რა არის Space Apps?
NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
NASA-ს ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას გვთავაზობს, რომლის გარშემოც შემდეგ მონაწილეებს უწევთ მუშაობა.
2022 წლის ჰაკათონის თემაა "Make Space", რომელიც ნიშნავს, რომ Space Apps არის ყველასთვის!
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლიათ 14 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და სწრაფვა დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნოს ინოვაციური გადაწყვეტები.
რას შეეხება წლევანდელი გამოწვევები?
წელს გვაქვს 23 გამოწვევა 14 კატეგორიის მიმართულებით:
- Advanced
- ხელოვნება
- ასტროფიზიკა
- დამწყები/ახალგაზრდობა
- კლიმატი
- მრავალფეროვნება და თანასწორობა
- დედამიწა
- თამაშები
- ჰარდვეარი
- Intermediate
- პლანეტები და მთვარეები
- პროგრამული უზრუნველყოფა
- კოსმოსური კვლევა
- მზე
გამოწვევების შესახებ დეტალურად: https://bit.ly/3xfdWN2
რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?
მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ ჯგუფის სახით. იმის მიუხედავად, ჯგუფი როდის შეიქმნება, Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის დაწყების უფლება.
ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 6 ადამიანია.
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?
აუცილებელია, რომ გუნდის მინიმუმ ერთმა წევრმა იცოდეს ინგლისური ენა, რადგან თუ თქვენი პროექტი გაიმარჯვებს, მას Global Awards–ზე წარადგენენ.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3U6SBPO
გთხოვთ, რეგისტრაციის დროს მონიშნოთ ის ლოკაცია, სადაც იღებთ მონაწილეობას.
რეგისტრაცია სრულდება 28 სექტემბერს, 23:59 საათზე.
კითხვა-პასუხი: https://bit.ly/3eEgaix
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge
2022 წელი