ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და ილიაუნის განათლების სკოლის წარმომადგენლების შეხვედრა

ახალი ამბები

20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლამ უმასპინძლა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელ ზურაბ კერვალიშვილსა და კონსულტანტ მაია ჩიტაშვილს.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, განვითარების სამსახურის უფროსმა ქეთევან დარახველიძემ  და განათლების სკოლის წარმომადგენლებმა  – სოფიკო ლობჟანიძემ, მაკა კორძაძემ, მანანა რატიანმა, ეკა სლოვინსკიმ – სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის, კერძოდ განათლების სკოლის, საქმიანობა, ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას სკოლის წინაშე, იმსჯელეს თანამშრომლობის გზებზე.  

2022 წელი

ბანერები