ღია კარის დღეები რეგიონებში
ახალი ამბები
#არჩევანიშენია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
მომავალი პროფესიის არჩევა - ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.
ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
საინფორმაციო შეხვედრები შემდეგი განრიგით ჩატარდება:
|
რუსთავი |
|
ჭიათურა |
|
ბათუმი |
|
ქუთაისი |
|
ზუგდიდი |
|
ჩხოროწყუ |
|
თელავი |
|
ოზურგეთი |
|
ახალციხე |
|
გორი |
|
ფოთი |
|
შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ! |
2018 წელი
საკონტაქტო ინფორმაცია
✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20