ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო საერთაშორისო პროგრამა

განცხადებები

გერმანული ენის მასწავლებლობის მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გერმანული ენის მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამაში და გახდნენ მაღალკვალიფიციური მასწავლებლები.

პროგრამა მომზადდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და განსხვავებულია მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამებისაგან როგორც შინაარსით, ასევე ფორმატითაც.

პროგრამის შინაარსი მოიცავს

  • ენის სწავლების თეორიულ ასპექტებს გერმანული ენის სწავლებისათვის მნიშვნელოვან 6 სხვადასხვა თემაზე მოდულების სახით;
  • სასკოლო პრაქტიკას და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კვლევებსა და წერილობით ნაშრომს მათთვის სასურველ თემაზე განვლილი მასალიდან.

პროგრამის მონაწილეები ნაწილობრივ სახლიდან გაუსვლელად ეუფლებიან მასწავლებლისათვის საჭირო კომპეტენციებს, რადგან პროგრამის უმეტესი ნაწილი მიმდინარეობს ონლაინფორმატში. მონაწილეები ონლაინფორუმში განიხილავენ გაკვეთილების ვიდეოჩანაწერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს, იღებენ რჩევებს ტუტორებისაგან და ა. შ.


პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სამივე პარტნიორის მიერ დამოწმებულ უმაღლესი სკოლის საერთაშორისო სერტიფიკატს და შეძლებენ როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობას.

 

 

 


პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ:

Ana.Mshvildadze@tbilissi.goethe.org ან ekaterine_shaverdashvili@iliauni.edu.ge


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გოეთეს ინსტიტუტი და იენის უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები