ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გასვლითი სტუდენტური ვორკშოპი ყაზბეგში

ახალი ამბები

2016 წლის 29-31 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ყაზბეგში, ილიაუნის კვლევით ცენტრში, გაიმართება სტუდენტური ვორკშოპი თემაზე: „სოციალური მოძრაობები საქართველოში? - პროტესტის დინამიკა 2000-2016 წლებში“. ვორკშოპის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები და პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, არაუგვიანეს 2016 წლის 30 ივნისისა, ელექტრონულ მისამართზე cscp@iliauni.edu.ge უნდა გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) და იმ მოხსენების აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა), რომელსაც ვორკშოპზე წაიკითხავთ. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს MS Word ფორმატში (Sylfaen, 12).

სტუდენტური ვორკშოპის შესახებ
მოდერნული სოციალური მოძრაობები - როგორც ჯგუფებისა და ორგანიზაციების მობილიზებული ქსელები, რომლებიც ცდილობენ სოციალური ტრანსფორმაციის გამოწვევას ან შეჩერებას პროტესტის საშუალებით - თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია. კურსის მიზანია მსჯელობა საკითხზე, თუ რა ფორმით არსებობს ეს ელემენტი თანამედროვე საქართველოში და ხდება თუ არა თანამედროვე სოციალური მოძრაობების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ჩატარების დრო: 29-31 ივლისი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის კვლევითი ცენტრი ყაზბეგში
სამუშაო ენა: ქართული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია
დეტალებთან დაკავშირებით, შერჩეულ ავტორებს ინფორმაციას მივაწვდით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2016 წლის 5 ივლისამდე. თავად სემინარის განმავლობაში შეირჩევიან ავტორები, რომლებმაც საკუთარ მოხსენებაზე დაყრდნობით უნდა დაწერონ აკადემიური სტატია სამეცნიერო სტატიების კრებულისთვის.

ვორკშოპი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ჩარჩოში შვეიცარიულ უნივერსიტეტებთან.



ბანერები