გარე მობილობა 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: „მენეჯმენტი“, „ფინანსები“, „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება ინგლისური ენის, ქეისის და ზეპირი გამოცდის ფორმატით დარგობრივი ცოდნისა და მოტივაციის შეფასების მიზნით.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება/საგამოცდო პერიოდად განისაზღვრება 18 თებერვალი.
შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება/გამოცდა ჩატარდება 18 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის 304; 306; 309 ოთახებში, 09:00 საათიდან.
დეტალური ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის დროის შესახებ აპლიკანტს ეცნობება რეგისტრაციის დროს მითითებულ პირად ელ. მისამართზე და პირად ტელეფონის ნომერზე არაუგვიანეს 17 თებერვლის 18:00 საათისა.
2026