ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

განაცხადების მიღება პროექტის „LINKING TO 'EUROPE' AT THE PERIPHERY (LEAP)“ სემინარში მონაწილეობისათვის

ახალი ამბები

2020 წლის 26-27 მარტს ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი  დაინტერესებულ პირებს იწვევს სემინარში მონაწილეობის მისაღებად. 

სემინარზე, რომელიც გაიმართება Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery) ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება ევროინტეგრაციის საგანმანათლებლო ასპექტებზე, ასევე იმ სირთულეებისა და პრობლემების გამოაშკარავებაზე, რომელთაც აწყდებიან პერიფერიაში ევროკავშირის თემატიკის სწავლისა და სწავლებისას.

სემინარი გაიმართება 2020 წლის 26-27 მარტს უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებს, ექსპერტებსა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომელთაც უნდა წარადგინონ მოხსენებები თემაზე: „როგორ ისწავლება და ასწავლიან ზოგადად ევროპის და, კერძოდ, ევროკავშირის შესახებ განსხვავებულ გარემოებებში“.

სემინარში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 9 თებერვლამდე უნდა გაგზავნონ მოკლე აბსტრაქტი (250 სიტყვის მოცულობით) ელფოსტაზე: jm.workshop2020@gmail.com

შერჩეული აბსტრაქტების ავტორებს ორგანიზატორები 14 თებერვლამდე დაუკავშირდებიან. წარმატებულმა კანდიდატებმა მოხსენებები სრული სახით უნდა წარადგინონ სემინარამდე 10 დღით ადრე. 

სემინარში მონაწილეობა უფასოა. პროექტის ფარგლებში ასევე დაიფარება მონაწილეთა განთავსებისა და კვების ხარჯები. პროექტი არ ფარავს მგზავრობის ხარჯებს!

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები