განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით იწყება განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე.
6-კვირიანი პროგრამა დაიწყება 4 ნოემბერს.
პროგრამის მიზანია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ხელი შეუწყოს სამეწარმეო მიმართულებით დაინტერესებასა და სტარტაპის ეკოსისტემის გაცნობაში, ინოვაციური იდეების გლობალურ სტარტაპებად გარდაქმნაში ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზის, ავტომატიზაციისა და უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროგრამის მონაწილეები
- გაეცნობიან ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპის ეკოსისტემებს;
- განივითარებენ სამეწარმეო აზროვნებასა და უნარებს;
- ჩაერთვებიან პრაქტიკულ ვორკშოპებში;
- იმუშავებენ ტექნოლოგიურ იდეებზე, იქნება ეს AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ციფრული პროდუქტები, მობილური აპლიკაციები თუ სხვა ინოვაციები;
- შეისწავლიან საინვესტიციო და საგრანტო შესაძლებლობების მოძიებას, აპლიკაციების მომზადებასა და წარდგენას;
- მიიღებენ მხარდაჭერას გუნდის ჩამოყალიბებასა და იდეის გლობალურ ბაზარზე გასატანად მომზადებაში.
პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეებისთვის ონლაინ გამართავენ მენტორინგსესიებს, გაუზიარებენ გამოცდილებას და დაეხმარებიან იდეების დახვეწასა და პროტოტიპების განვითარებაში.
პრეაქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/გუნდს, რომელსაც სურს ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.
გუნდის წევრებიდან ერთი მაინც უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და/ან კურსდამთავრებული.
მონაწილეები ინდივიდუალურად რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის მიმდინარეობისას დაჯგუფდებიან და/ან შეძლებენ წევრების დამატებას.
პროგრამა დასრულდება დემო დღით, რომელზეც მონაწილეები საკუთარ იდეებს წარადგენენ სპეციალური ჟიურის წინაშე ინვესტორებისა და ინდუსტრიის პროფესიონალთა მონაწილეობით.
მონაწილეები მენტორების დახმარებით იმუშავებენ პორტფოლიოს შექმნაზე, პროფესიული ფოტო-ვიდეომასალისა და პროტოტიპის განვითარებაზე.
შერჩევის კრიტერიუმები:
- იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) − 10%
- სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელების შესაძლებლობა − 10%
- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია − 80%
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/2sqwN
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაბლაბ ილიაუნი, S კორპუსი, გ. წერეთლის ქუჩა N3
განცხადის საბოლოო ვადაა 31 ოქტომბერი.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: fablab@iliauni.edu.ge
2025