ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

13 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატების "ხელშეკრულებების შედგენა" და "კაზუსების შედგენა"-ში ფინალური ეტაპის გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება.

ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სამართლის (იურიდიული) ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.

კაზუსების შედგენაში ჩემპიონატის მონაწილეებს მიეცათ ინდივიდუალური დავალებები. რაც გულისხმობდა, (სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სისხლის სამართლის) მიმართულებების მიხედვით (თითოეულ დავალებაში მითითებულ) სამართლის ნორმებზე დაყრდნობით კონკრეტული კაზუსების შექმნაში (შედგენაში), რომლის ამოხსნის დროსაც გამოყენებულ იქნება დავალების მიცემის დროს განსაზღვრული სამართლის ნორმები.

ხელშეკრულებების შედგენის ჩემპიონატის მონაწილეებს ასევე მიეცათ დავალება, რომელიც გულისხმობდა, კონკრეტული კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით, მისთვის სასურველი ხელშეკრულების შედგენას.

ბანერები