ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფრენბურთელმა გოგონებმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

ახალი ამბები

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა 2018 წლის სტუდენტური ჩემპიონატი, რომლის მონაწილე ათი გუნდიც ორგანიზატორებმა წილისყრით ორ ჯგუფში გაანაწილეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელები B ჯგუფში მოხვდნენ. ნახევარფინალში გასასვლელად ისინი ნიუ ვიჟენის, საქართველოს, ღია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გუნდებს დაუპირისპირდებიან.

ილიაუნელები 31 მაისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ფრენბურთელებს შეხვდნენ და იოლად დაამარცხეს: 2:0 (25:2, 25:13). 6 ივნისს ჩვენები სტუ-სთან გაარკვევენ ურთიერთობას.

- შარშან მსგავს ჩემპიონატში მესამე-მეოთხე ადგილები გავიყავით, – გვითხრა გინდის მწვრთნელმა  ნინო სტურუამ, – წელს ჩვენი გუნდი ბევრად ძლიერია, რადგან პირველკურსელი, კარგი ფრენბურთელები დაგვემატნენ, ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტი, განსაკუთრებით კი ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, აქტიურად გვეხმარება.

ილიაუნის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: სოფიო პაპიაშვილი, სოფიო სებისკვერაძე, მარიამ იმერლიშვილი, ელენე გაბროშვილი, ქეთევან ინაშვილი, ქეთევან ბლუაშვილი, თეონა სუბარი, ლინა ბაღდასარიანი, ნინო კორაევი, ლუბა ილურიძე, მარიამ პიტიურიშვილი, ლალი გიორგაძე, მარიამ ზაქარიაძე, ნინო ბლაგიძე.

ბანერები