FaRiG-ის მენტორობის პროგრამა
ახალი ამბები
FaRiG-ის (საქართველოში აკადემიური კვლევების მეგობრების) მენტორობის პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარული სფეროს ქართველი მკვლევრების მხარდაჭერასა და მათ დაკავშირებას FaRiG-ის ქსელის გამოცდილ ექსპერტებთან.
პროგრამა განკუთვნილია დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის, რომელთაც დოქტორის ხარისხი მიენიჭათ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მათ ეძლევათ პროფესიული განვითარების მიმართულებით პრაქტიკული რჩევებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა. მენტორობის პერიოდი თავდაპირველად განისაზღვრება ერთი წლით, რომლის განმავლობაშიც კონსულტაციები წელიწადში მინიმუმ ორჯერ ონლაინ გაიმართება.
სააპლიკაციო განაცხადთან ერთად აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის აკადემიური მოსწრების ბოლო ამონაწერი, სამოტივაციო წერილი და ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: enquiries@farig.org
განაცხადის წარდგენის ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაცია: FaRiG-ის ვებგვერდზე
დართული ფაილები: აპლიკაციის ფორმა და დოკუმენტი პროგრამის შესახებ „Announcement – FaRiG mentoring programme“
2026