არგუსის არჩევის რეჟიმის ჩართვისა და დახურვის შესახებ
ახალი ამბები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ არჩევის რეჟიმი ჩაირთვება შემდეგი განრიგით:
17 სექტემბერი, 2026, ხუთშაბათი: 12 სთ ნაკადი 1- I კურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი; ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი (ტექნოლოგიის სკოლა); საბაკალავრო-სამაგისტრო საფეხური; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება: I-VI კლასები; ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის სკოლის I კურსი
15 სთ ნაკადი 2 - სამართლის სკოლის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტები
17 სთ ნაკადი 3 - ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამა სადოქტორო საფეხური, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები
18 სექტემბერი, 2026, პარასკევი: 12 სთ ნაკადი 4 - საბაკალავრო საფეხური; მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტები
15 სთ ნაკადი 5 - ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტები, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტროს ჩათვლით
17 სთ ნაკადი 6 - სამაგისტრო საფეხური
არჩევის რეჟიმი დაიხურება 2026 წლის 3 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
ბილინგის (გადახდის) სისტემის დათვალიერების შესაძლებლობა არგუსში გაითიშება 16, 17 და 18 სექტემბერს. გადახდა ჩვეულებრივ შეგიძლიათ ბანკში. მონაცემები აისახება ავტომატურად.
სტუდენტებს, რომლებსაც ექნებათ ფინანსური დავალიანება, არგუსზე წვდომა შეეზღუდებათ.
ავტორიზაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka
რეგისტრაციასთან დაკავშირებით იმუშავებს ცხელი ხაზი:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
- 222 00 09 – (717 430) – საინფორმაციო ცენტრი
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
- 222 00 09 (180) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
- 222 00 09 (115) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
სამართლის სკოლა
- 222 00 09 (301) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
ტექნიკური კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: argus@iliauni.edu.ge
2026