ფაბლაბ ილიაუნის Python-ის საბაზისო კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად იწყებს Python-ის საბაზისო უფასო ონლაინკურსს მოსწავლეებისთვის.
დღეს Python მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამული ენაა, რომელსაც სხვადასხვა სფეროში იყენებენ. მისი საშუალებით შესაძლებელია მონაცემთა დამუშავება, სხვადასხვა აპლიკაციის შექმნა და ა.შ.
კურსის მიზანია მოსწავლეებმა Python-ზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები, მიიღონ საბაზისო ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება პროგრამირების სფეროში განვითარებასა და მომავალში პითონის საფუძვლიანად შესწავლაში.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
VII-XI კლასების მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ პროგრამირების საფუძვლების შესწავლა. კურსი არის დამწყებთათვის, ამდენად საბაზისო ცოდნა საჭირო არ არის.
კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე შეძლებს:
- პროგრამირების საფუძვლების გააზრებას (პითონის პროგრამირების ენის სინტაქსი და ინსტრუმენტები)
- მონაცემთა ტიპებისა და ცვლადების გამოყენებას (int, float, string, input)
- მათემატიკური და ლოგიკური ოპერაციების შესრულებას
- ნაკადების მართვას (if, elif, else)
- ციკლების (for, while) გამოყენებას განმეორებითი ამოცანებისთვის
- ფუნქციების შექმნასა და გამოყენებას
- შეცდომების დამუშავებას (try/except)
- მასივების (list, tuple, dictionary) გამოყენებასა და მანიპულაციას
- სტრიქონების დამუშავებას (split, join, upper, lower)
- მარტივი თამაშებისა და ვიზუალური პროექტების შექმნას Pygame-ის მეშვეობით
როგორ შეიძლება პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობისთვის არა უგვიანეს 23 ოქტომბრისა უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/Ekd7QQZoeJqsaoWc6
ადგილები შეზღუდულია, პროექტში მონაწილეობა შეუძლია 40 მონაწილეს. ისინი შეირჩევიან აპლიკაციის განხილვის საფუძველზე, მოტივაციისა და გამოცდილების მიხედვით.
შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.
კურსი ჩატარდება დისტანციურად Google meets-ის გამოყენებით.
სამუშაო ენა: ქართული
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა
ტრენინგის ხანგრძლივობა: კვირაში 2 დღე, 1.5 საათი
ტრენინგის დღეები: ორშაბათი – 4:00-5:30, ხუთშაბათი – 4:00-5:30
სერტიფიკატის მისაღებად კურსის ბოლოს გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge
2025