ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

ევროკავშირი რამდენიმე წელიწადია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს. პროექტში ჩართულია 186 უნივერსიტეტი და 600-ზე მეტი ორგანიზაცია 84 ქვეყნიდან.

წელს ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალს კომისიის გადაწყვეტილებით 38 ახალი პროგრამა დაემატა. სამი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება ქართული უნივერსიტეტების თანამონაწილეობით, მათგან ორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

სამაგისტრო პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში Central and East European, Russian and Eurasian Studies (CEERES) ამ პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა სრული პარტნიორის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები ევროპული უნივერსიტეტების დიპლომებთან ერთად მიიღებენ აკადემიურ ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგანაც.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სრული პარტნიორის სტატუსი და ხარისხის მინიჭების უფლება მოიპოვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა კონსორციუმში შედიან: გლაზგოს უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი), იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), კიევ-მოჰილას აკადემია (უკრაინა), ლობაჩევსკის ნიჟნი ნოვგოროგის უნივერსიტეტი (რუსეთი) და კიმეპი (ყაზახეთი).

ევროპის პოლიტიკა და საზოგადოება: ვაცლავ ჰაველის სახელობის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – European Politics and Society: Vaclav Havel Joint Master Programme

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ასოცირებული პარტნიორის სტატუსი. პროგრამის კოორდინატორია ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ხოლო სრული პარტნიორები არიან: ლაიდენის უნივერსიტეტი (ჰოლანდია), იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი) და პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტი (ესპანეთი).

ბანერები