ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევა ქითელ-პრეისის ტრენინგი - How to write world class paper

ახალი ამბები

16 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, დაესწროთ მსოფლიოში აღიარებული გამომცემლობის - “Elsevier” - ორგანიზებით გამართულ ტრენინგს - How to write world class paper.

ტრენინგს გაუძღვება “Elsevier”-ის სამეცნიერო ჟურნალების გამომცემლობის ხელმძღვანელი, ევა ქითელ-პრეისი (Ms. Ewa Kittel-Prejs).

ტრენინგი განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც გეგმავს სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებას. ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • სამეცნიერო პუბლიკაციის არსი;
  • სამეცნიერო ნაშრომის მომზადების ეტაპები;
  • სამეცნიერო ჟურნალის/სტატიის გამოქვეყნების ციკლი;
  • სამეცნიერო ენის გამოყენების აუცილებლობა.

ტრენინგზე დასწრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: library@iliauni.edu.ge

დრო16 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია

სამუშაო ენა: ინგლისური

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები