ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა

ახალი ამბები

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) 2026 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ორჯერ:

1. 2026 წლის 22 მაისი სასკოლო დონეებისთვის: A1, A2 / B1 და B2 / C1;

2026 წლის 23 მაისი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1 და C2.

რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით

2. 2026 წლის 13 ნოემბერი სასკოლო დონეებისათვის: A1, A2 / B1;

2026 წლის 14 ნოემბერი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1 და C2.

რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად მისამართზე: nino_kareli@iliauni.edu.ge და თან უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფურცელი (იხ. დანართი);
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების დასახელება ხაზინის ერთიანი ანგარიში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ს/კ 204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708997261

მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი
TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის საფასური (დონეების მიხედვით):

დონე A1 145 ლარი

დონე A2 155 ლარი

დონე B1 160 ლარი

დონე B2 215 ლარი

დონე C1 250 ლარი

დონე C2 265 ლარი

სასკოლო დონე:

დონე A1 145 ლარი

დონე A2 / B1 160 ლარი

დონე B2 /C1 250 ლარი

2026

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები