![მიღება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/d06fe2b624a0393073e672ad9d88ab13_84170.png)
![შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/404aeb62f4e481967fa3b1b90264efcf_84149.png)
![USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მრავალშრიანი მხარდაჭერის სიტემის (MTSS) შემაჯამებელი ღონისძიება](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/83/3534f93d299f5741bbde11d4e61d9bf3_83956.png)
ერაზმუს+ -ის პროექტის – უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის (DARE) – კონსორციუმის წევრთა შეხვედრა ილიაუნიში
ახალი ამბები
2017 წლის 22-24 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს+ -ის პროექტის – უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის (DARE) – კონსორციუმის წევრთა შეხვედრა.
პროექტი ითვალისწინებს ინკლუზიური, ეთნიკური ჯგუფების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. პროექტის მიზანია, ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს 4 ძირითად მიმართულებას (ბავშვთა მოვლა, კლინიკური და პროფესიული პრაქტიკა, სწავლა და შეზღუდული შესაძლებლობები, აკადემიური მხარდაჭერა) და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა ციფრულ გარემოში, შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახდება არსებული კურსებიც. პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ მისი შედეგი იყოს გრძელვადიანი და კონკრეტული სამიზნე ჯგუფისაკენ მიმართული.
გალერეა