ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Erasmus+ პროექტ PRINTeL-ის ფორუმი სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ

ახალი ამბები

2021 წლის 20 მაისს Erasmus+ პროექტის ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში გაიმართება პირველი ყოველწლიური ფორუმი სწავლა/სწავლების შესახებ ''ISSUES AND PERSPECTIVES OF DIGITALLY-ENHANCED INNOVATIVE TEACHING & LEARNING IN HIGHER EDUCATION''.

ფორუმზე, რომელიც გაიმართება ონლაინვებინარის სახით, ევროპული და აღმოსავლეთ პარტნიორობის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისაუბრებენ სწავლა/სწავლების გამოწვევების შესახებ პანდემიის პირობებში. ფორუმი ასევე შეეხება პროექტ PRINTeL-ის ფარგლებში განხორციელებულ ინოვაციურ და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებსა და ძირითად მიგნებებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ ფორუმის დღის წესრიგს.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2RgNr84

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები