ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტების რეგისტრაცია დასაქმების კვირეულზე

ახალი ამბები

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმლია სხვადასხვა ორგანიზაციასთან შეხვედრა და დასაქმების პერსპექტივების გაცნობა.

ღონისძიება გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.

დასაქმების კვირეულზე 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს დამსაქმებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია.

დოქტორანტთა დასაქმების კვირეულში მონაწილე დამსაქმებლები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3xtJIaf

რეგისტრირებული დამსაქმებლების, ვაკანსიებისა და დასაქმების ფორუმზე დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ღონისძიებაზე წინასწარ დარეგისტრირებული პირები.

დასაქმების კვირეულში მონაწილეობის მიღების მსურველმა დოქტორანტებმა და კურსდამთავრებულებმა დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით ბმულზე.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების
კარიერული განვითარების სერვისები, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი:
uni-jobs@iliauni.edu.ge
pr@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები