ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტ მარიამ ალბექიონის პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე

ახალი ამბები

2019 წლის 10 დეკემბერს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მონაწილე მარიამ ალბექიონმა თეზისის 3-წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში წაიკითხა მოხსენება მიმდინარე კვლევის შესახებ. მარიამი სწავლობს დიდმასშტაბიან როსბის ტალღებს მზის კონტექსტში (“Global Scale Rossby Waves on the Sun”) და კვლევაში განიხილავს თხელი წყლის განტოლებებს დიფერენციალური ბრუვის პირობებში, ასევე შეისწავლის მიღებული ეკვატორული ტალღების სტაბილურობის პირობებს და მათ როლს მზეზე მიმდინარე მულტიმასშტაბურ პროცესებში. იგი იკვლევს საკითხს ანალიზური და რიცხვითი მეთოდების გამოყენებით. კვლევის ძირითადი საკითხის დღემდე მიღებული შედეგებისა და ძირითადი საკვლევი მეთოდების გაცნობის შემდეგ გაიმართა დისკუსია მზეზე მიმდინარე დიდი და მცირემასშტაბიანი პროცესებისა და მათი სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ.

სადოქტორო ფორუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში თვეში ერთხელ გაიმართება.

ბანერები