ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტ გიორგი ჩალაძის სტატია გამომცემლობის Science Publishing Group ჟურნალში

ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მკვლევარმა გიორგი ჩალაძემ გამომცემლობის Science Publishing Group ჟურნალში გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია „Estimation of Ground Dwelling Arthropod Densities Using“. კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო დაფინანსების პროგრამის ხელშეწყობით და გოტინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. 

ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი ენიჭებათ გამორჩეული სამეცნიერო მისწრაფებების მქონე პერსპექტიულ კანდიდატებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაასრულეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და აპირებენ სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას. გრანტის ფარგლებში გამოიყოფა 500 ევროს ოდენობის დაფინანსება თერთმეტთვიანი მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტისთვის. ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროგრამა არ ითვალისწინებს სრულგანაკვეთიანი პოსტსადოქტორო პოზიციის გამოყოფას, თუმცა წარმატებულ კანდიდატებს სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას პოსტსადოქტორო პოზიციის მოსაპოვებლად. 

სტატია სრულად იხ. ბმული.

ბანერები