ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დისკუსია განათლების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ

ღონისძიებები

განათლების კანონში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორების და თანამშრომლობის ინიციატივით გაფართოებული შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. დისკუსიას ესწრებოდნენ თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სანდრო კვიტაშვილმა. სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების მიმოხილვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი მეცნიერების მიმართულების პროფესორმა დავით თარხნიშვილმა გააკეთა. 

დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა საერთო პოზიცია ძირითადი საკითხების შესახებ. უახლოეს მომავალში სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები თხოვნით მიმართავენ პარლამენტს, შეჩერდეს კანონპროექტის მიღება (კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება) და შეწყდეს აკადემიურ სივრცესთან დაკავშირებული ცვლილებების უნივერსიტეტებისგან დამოუკიდებლად შემუშავება.
ამ თემის ფარგლებში თბილისის მასშტაბით სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები