ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა (IDS) აცხადებს კონკურსს ერთობლივ სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ფარგლებში შვიდ დაფინანსებულ დოქტორანტურის პოზიციაზე 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროექტი ქართველ კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ სადოქტორო კვლევა პრაქტიკულ ფილოსოფიაში კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით. პროექტი მოიცავს თანახელმძღვანელობას ქართველი და გერმანელი პროფესორების მიერ, სასწავლო და საკვლევ პერიოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის უნივერსიტეტში და ასევე ორივე უნივერსიტეტის მიერ დოქტორის ხარისხის მინიჭების შესაძლებლობას.

გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი უზრუნველყოფს პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას და პროექტის თითოეული მონაწილე დოქტორანტი მიიღებს სრულ დაფინანსებას.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი თებერვალი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).

განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელფოსტის მისამართზე: doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთApplication DHR“.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.

გამოცხადება 

სააპლიკაციო ფორმა 

ბანერები