CS50-ის კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულთა პრეზენტაციები
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლაში გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსის, CS50, ანალოგის წარმატებულ კურსდამთავრებულთა ღონისძიება, რომელზეც ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა წარადგინეს კურსის ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაციები. პრეზენტაციები ასახავდა როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციურ ნიმუშებს, ისე მონაცემთა ანალიზს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით განხორციელებულ იდეებს.
ტექნოლოგიის სკოლა ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და სტუდენტური პოტენციალის განვითარებას. ეს მიდგომა სრულად მიესადაგება სკოლის სტრატეგიულ პრიორიტეტებს − ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების მიწოდებას, ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერასა და სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს წარმატებას და უსურვებს აკადემიურ და პროფესიულ წინსვლას.
2025
გალერეა