ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურისა (პროგრამა მოიცავს როგორც ერთ, ისე ორწლიან სამაგისტრო კურსს) და დოქტორანტურის საფეხურებზე პოლიტიკის მეცნიერებების განხრით.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია მსოფლიოში. უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აღიარებულია როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

CEU სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას და გრანტს. ინფორმაცია დაფინანსების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.ceu.edu/admissions/funding-fees.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და წარადგინოს საჭირო საბუთები.

საბუთების წარდგენისა და აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 2017 წლის 1-ლი თებერვალი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართულიფაილები ან ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს: www.ceu.edu

ბანერები