ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის განათლების ადმინისტრირება სარეიტინგო სია 2026–2027 სასწავლო წელი

ახალი ამბები

განათლების ადმინისტრირება დანართი

მისაღები რაოდენობა 5 ვაკანტური ადგილი

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჩოლოყაშვილის ქ. №3/5, E კორპუსი, ოთახი №207, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან — 2026 წლის 14 სექტემბერს;

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან — 2026 წლის 15 სექტემბერს.

იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი სიიდან რომელიმე აპლიკანტი უარს იტყვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, გამოთავისუფლებული ადგილი შეივსება სათადარიგო სიიდან, რეიტინგული სიის მიხედვით.

ასეთ შემთხვევაში შესაბამის აპლიკანტს ფაკულტეტის ადმინისტრაცია ტელეფონით დაუკავშირდება.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

 

 2026

ბანერები