ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალწვეულების გასვლითი სკოლა ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე

ღონისძიებები

სექტემბერსა და ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი კურსის სტუდენტებისთვის ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე სამ ნაკადად ჩაატარა გასვლით სკოლა ახალწვეულებისთვის.

გასვლითი სკოლის ფარგლებში, ლექციები ჩატარდა განათლების სისტემისა და აკადემიური პრინციპების შესახებ. ლექტორებმა სხვადასხვა მეცნიერების პერსპექტივიდან ისაუბრეს განათლების სისტემის ორგანიზებასა და თანამედროვე გამოწვევებზე სხვადასხვა ქვეყანაში.

სკოლას უძღვებოდნენ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები: თამარ ცხადაძე, დავით თარხნიშვილი, მაკა ლაშხია, მარიამ დალაქიშვილი, გიორგი ღვინჯილია, ქეთევან გურჩიანი, გრიგოლ ღოღობერიძე, ანდრია როგავა.

გასვლითი სკოლის საორგანიზაციო ჯგუფმა მონაწილეებად შეარჩია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული 75 სტუდენტი, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

შერჩეული სტუდენტების მონაწილეობის ხარჯები (ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, სასტუმროში ცხოვრება) სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები