ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი სალექციო კურსი – რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ახალი ამბები

2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადებულ ახალ სალექციო კურსს – რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რომელსაც წაიკითხავენ სამართლისა და ბიზნესის მიმართულების პროფესორები.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება მიზნად ისახავს კანონების, კანონპროექტებისა და გადაწყვეტილებების კანონმდებლობაზე, ეკონომიკასა და გარემოსდაცვით საკითხებზე ზეგავლენის შესწავლას, ანალიზს, ხარჯისა და სარგებლიანობის განსაზღვრას.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდებს იყენებენ საჯარო უწყებები. როგორც წესი, განმახორციელებლებად გვევლინებიან საკონსულტაციო ორგანიზაციები. რეგულირების ზეგავლენის შეფასება პოპულარული, მზარდი და მოთხოვნადი ბაზარია. შესაბამისად, კურსის გავლა რეკომენდებულია. კურსი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.

კურსზე დარეგისტრირებისათვის თქვენი CV და განცხადება (განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თქვენი პროფესიული ინტერესებისა და კურსით დაინტერესების შესახებ) 2019 წლის 18 მარტამდე უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: davit.maisuradze@iliauni.edu.ge.

კურსზე დასარეგისტრირებელი 25 სტუდენტი შეირჩევა განცხადებისა და CV-ის გათვალისწინებით.

ბანერები