ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი 2019 წლისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ერთობლივად აცხადებენ 2019 წლისთვის ახალგაზრდა მკვლევრის გრანტს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტდოკებს, რომელთაც მიიღეს დოქტორის ხარისხი 2014 წლის შემდეგ ჩამოთვლილი დისციპლინებიდან ერთ-ერთში: კულტურული კვლევები, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, განათლება, ისტორია, ხელოვნების ისტორია ან არქეოლოგია.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოსტდოკებს.

ახალგაზრდა მკვლევრის პოზიცია ფინანსდება 10 თვის ხანგრძლივობით (2019 წლის აპრილიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით) და უზრუნველყოფს საშუალებას მოკლე ვადის პოსტსადოქტორო კვლევითი პროექტის განსახორციელებლად, კერძოდ, თვიური ხელფასი/ანაზღაურება და საჭირო მოწყობილობის/მასალების შესაძენად. გრანტის მიმღები ასევე ჩართული იქნება დოქტორანტის ხელმძღვანელობისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო კოლოკვიუმის განვითარების პროცესებში.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელფოსტაზე: doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ Young Researcher Grant.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).

კონკურსის კონკრეტული პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:
Call for Applications (ინგლისურად)
Application Form (ინგლისურად) 

საკონტაქტო ინფორმაცია: doctoralschool@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები