ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აუდიოპედაგოგთა (სურდოპედაგოგთა) გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროექტის განხორციელებას, რომელიც აუდიოპედაგოგთა (სურდოპედაგოგთა) მოსამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამის შექმნასა და სპეციალისტთა ჯგუფის გადამზადებას გულისხმობს.

პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში ჩართული იქნებიან ექსპერტები და პრაქტიკოსი სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან:

  • ლუბიცა პრიბანიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ინნა კარალიოვა - პეტერბურგის ჰერცენის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ნინა შეპელენკო - კიევის სმენის რეაბილიტაციის ცენტრის სურდოპედაგოგი, ჯაფარიძე- ქევანიშვილის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის კონსულტანტი

პროგრამა გათვლილია სმენის დარღვევების, სასმენი აპარატებისა და კოჰლეარული იმპლანტის მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის - სურდოპედაგოგებისა და ლოგოპედებისათვის, სპეციალური განათლების პედაგოგებისთვის, ადრეული ჩარევის სპეციალისტებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა ადამიანებისთვის.

პროგრამის ფარგლებში, სპეციალისტთა გადამზადება დაგეგმილია 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 23 დეკემბრამდე. დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და მოკლე ბიოგრაფია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.tsintsadze@iliauni.edu.ge.

 

ბანერები