ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ასისტენტ-მკვლევარი ნათია ბარათელი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნათია ბარათელი დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო ჟურნალში Zoologischer Anzeiger სტატიის გამოქვეყნებისთვის.

სტატიის სახელწოდება: Head shape divergence between parthenogenetic and their paternal bisexual rock lizards in sympatry

გამოცემა: Zoologischer Anzeiger (2024) – Clarivate Analytics-ის ბაზაში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 1.5 იმპაქტფაქტორით. აიგენფაქტორის ქულის მიხედვით 47-ე ადგილი უკავია ზოოლოგიის მიმართულების 183 ჟურნალს შორის.

აბსტრაქტი

ხვლიკების ეკოლოგიურ და ევოლუციურ პროცესებში თავის ფორმა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც მეცნიერები მას ტრადიციული და სამგანზომილებიანი გეომეტრიული მორფომეტრიის მეთოდებით იკვლევენ. სტატია მიზნად ისახავს პართენოგენეტიკურ სახეობებზე Darevskia dahli და Darevskia armeniaca დაკვირვებას. გაანალიზებულია საქართველოს სამ ადგილას მობინადრე პართენოგენეტიკური სახეობების, მათი მამობრივი სახეობებისა და საერთო დედობრივი სახეობის თავის ფორმები. შედეგები აჩვენებს, რომ ხვლიკების თავის ფორმის გარკვეული მახასიათებლები მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულის ზომასა და ჰაბიტატის კლიმატურ პირობებთან, მაღალმთიან სახეობებს, გამრავლების ტიპის მიუხედავად, აქვთ უფრო დიდი თავი და ძლიერი ყბები.

2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. 

2026

ბანერები