ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის, სინტია ჰუგერის ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

22 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი სინტია ჰუგერი ესტუმრა, რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საგანმანათლებლო პროექტებს, მიმდინარე საქმიანობასა და საქართველოში 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის შედეგებს ეცნობა.

ვიცეპრეზიდენტი ჰუგერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ კი დაათვალიერა ილიაუნისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 750 კვადრატული მეტრის, ახალი საგანმანათლებლო შენობა, რომელიც ვაკის პარკის მოპირდაპირედ, ჩოლოყაშვილის გამზირზე, მდებარეობს და რომლის რემონტი და სრული აღჭურვა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. კორპუსი უახლესი ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიებით იქნება აღჭურვილი.

ბანერები