ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აკადემიური მეწარმეობისა და ლიდერთა პროგრამის ვორკშოპი

ახალი ამბები

9-10 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიურ მეწარმეობასა და ლიდერთა პროგრამაში ბრისტოლის უნივერსიტეტსა და ოლდრიჯის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრები პირველი საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელსაც ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტი ახორციელებს.

აკადემიური მეწარმეობის სემინარმა მონაწილეებს საშუალება მისცა, გამოეკვლიათ აკადემიური მეწარმის კონცეფცია ცოდნის ურთიერთგაცვლის, ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის პერსპექტივიდან.

რაც შეეხება ლიდერთა პროგრამას: სემინარი მიზნად ისახავდა მმართველი ხელმძღვანელი გუნდის წახალისებას, რათა იფიქრონ სამეწარმეო ჭრილში ყველა იმ სტრატეგიულ თუ ქცევაზე დაფუძნებულ ღირებულებებზე, რომელთა დანერგვაც ინსტიტუციურად შესაძლებელია ორგანიზაციაში.

სემინარის მიზნები:

  • აკადემიური მეწარმეობისა და ცოდნის გაცვლის გაზიარება;
  • ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის პროცესის როლის შესწავლა;
  • კომერციალიზაციის გზების იდენტიფიცირება;
  • ინოვაციისა და სამეწარმეო სივრცის განვითარების გზები;
  • სამეწარმეო უნივერსიტეტად დაწინაურების გზები და შესაბამისი დღის წესრიგის დაყენება;~
  • მათი, როგორც სპონსორებისა და წამყვანი აგენტების როლი;
  • შესაბამისი დღის წესრიგით სამეწარმეო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის უნარი;
  • სამეწარმეო უნივერსიტეტის კონცეფცია მუდმივი განხილვისა და დამუშავების ფაზაში.

აუდიტორია:

  • რექტორი;
  • რექტორის მოადგილე;
  • დეკანი;
  • კვლევითი ინსტიტუტების/ცენტრების/ჯგუფების ლიდერები.

სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი და მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების ფაკულტეტის დამხმარე პროფესორი ნილ მარშალი.

შეხვედრა გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროგრამას მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

 

ბანერები