ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ადრეული განათლების მეთოდოლოგია – პროგრამაზე მიღება იწყება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო სთ) პროგრამაზე „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“.

ტრენინგის თემები:

  • ადრეული ბავშვობის პერიოდი
  • ხარისხიანი ადრეული განათლების მნიშვნელობა
  • თამაში
  • ადრეული განათლების კურიკულუმები
  • მხარდამჭერი სოციალური გარემო
  • ფიზიკური გარემო
  • დღის განრიგი და ტრანზიციები
  • სწავლის სტრატეგიები
  • დაკვირვება, შეფასება, დაგეგმვა
  • პორტფოლიოს წარმოება, ინდივიდუალიზაცია

ლექციები გაიმართება 27 თებერვლიდან კვირაში 3-ჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს – 18:00-დან 21:00 საათამდე დისტანციურად და დასრულდება 7 აპრილს.

კურსს გაუძღვებიან:

  • თამთა კუხალეიშვილი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • ხათუნა დოლიძე, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/3VVLPZg6XdRWPwY37

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2023 წლის 22 თებერვალი

თითოეული კურსის საფასური: 290 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2023 წელი

ბანერები